15:22 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 17:39:33, 1011 ნახვა

პოლიტიკა
საია მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილობას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მარნეულის #49 უბანზე სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ერთი და იგივე ამომრჩეველის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი.

საია უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

„საიას დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი სახელი და გვარით სანანი ბადალოვი რეგისტრირებულია მარნეულის 48-ე უბანზე. მოგვიანებით, აღნიშნულმა პირმა, განმეორებით სცადა 49-ე უბანზე ხმის მიცემა, თუმცა, საიას დამკვირვებლის დაინტერესების შემდგომ, მან უბანი დატოვა. გარდა აღნიშნული ფაქტისა, საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც აღნიშნულ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, პირველად - 11:32 საათზე, ხოლო მეორედ - 14:08 საათზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, პირადობის მოწმობის მიხედვით, ამ ამომრჩევლის სახელი და გვარია რამინ ზიადაილევი. საიას დამკვირვებლის მიერ #49 საარჩევნო უბნის სიის გადამოწმების შედეგად, ამ სახელით და გვარით ამომრჩეველი ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში არ იძებნება. რამინ ზიადაილევის სახელით და გვარით ინფორმაცია არ იძებნება არც პირველი ტურის და არც მეორე ტურის ამომრჩევლის ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, რომელიც საიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვა. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, #49 უბანზე 15:25 საათზე 5 პირს, რომელსაც ხელზე მარკირება აღენიშნებოდათ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ. საიას დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ ამ პირებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს. ამ დრომდე დაფიქსირებული დარღვევების გამო, საია მოითხოვს მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას (აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულია 1532 ამომრჩეველი) და შედეგების ბათილობას. საია ასევე მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics