|
2018-11-28 16:25:59, 971 ნახვა
პოლიტიკა
ISFED - მარნეულის მე-10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარე „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა
„ მარნეულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევაც სცადა“, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს. 15:00 საათის მონაცემებით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მნიშვნელოვანი ტენდენციის სახით გამოიკვეთა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები. „მარნეულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტელეფონით გადაღება საარჩევნო უბანზე აკრძალულია. იგი დამკვირვებელს „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევაც სცადა. დამკვირვებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიას წარუდგინა საჩივარი. რეგისტრაციის ცნობის მოთხოვნის შემდეგ, მას კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უბნიდან გამოაძევა. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე სამოქალაქო ალიანსი „განვითარების“ დამკვირვებელს ჰქონდა მცდელობა ხელი შეეშალა „სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფის წარმომადგენელისთვის საარჩევნო უბანზე შესულიყო. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მითითება მისცა სამოქალაქო ალიანსი „განვითარების“ დამკვირვებელს. ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეუზღუდეს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება და არ მისცეს მიმდინარე პროცესებზე სრულყოფილად დაკვირვების საშუალება. კომისიის თავმჯდომარე დაემუქრა და გაფრთხილება მისცა დამკვირვებელს, რომ გააძევებდა უბნიდან“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, საარჩევნო უბნებზე ხორცილედება სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი დარღვევები. „ ვაკის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უბნის გახსნის შემდეგ შეიმჩნევა ხალხის მობილიზება და გადაადგილება. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ერთ შემთხვევაში დააფიქსირა „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორის მიერ ფულის გადაცემის ფაქტი უბნის მიმდებარედ მყოფი ამომრჩევლისთვის. დამკვირვებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა თანხა გადასცა კოორდინატორმა ამომრჩეველს, კოორდინატორმა უპასუხა, რომ ფული ასესხა. ასევე, აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლის მიმართ უბნის გარეთ მყოფი პირები იყვნენ აგრესიულები და ხელს უშლიდნენ დამკვირვებელს საქმიანობაში.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ბათუმის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის კაბინაში ბიულეტენისათვის სურათის გადაღების ხუთამდე ფაქტი. ფოტოებს ამომრჩევლები უბნის გარეთ მდგარ სამარშუტო ტაქსში მყოფ პირებს აჩვენებდნენ. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #80 საარჩევნო უბანზე სამმა ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლისას „#48“ შემოხაზული ბიულეტენი დაანახეს კომისიას. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინა რეაგირება და მისცა შესაბამისი მითითება, რომ კონვერტში მოეთავსებინათ ბიულეტენი. ბორჯომის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე სამ ამომრჩეველს საარჩევნო კაბინიდან გამოსვლის შემდგომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ღიად შეუმოწმა საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებული არჩევანი. ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების სავარაუდო მცდელობა დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც სიებში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს. მათ გამოხატეს აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელის მიმართ, რომელიც ცდილობდა ფაქტის დაფიქსირებას. საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები, რომლებიც სიებში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს. კრწანისის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის გარეთ მანქანაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ რამდენიმე ე.წ. კოორდინატორი, რომლებსაც ჰქონდათ ამომრჩეველთა ფოტოებიანი სიები და აღრიცხავდნენ, თუ ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. გლდანის საარჩევნო ოლქის #30, #31, #32, #33 და #40 საარჩევნო უბნების გარეთ მობილიზებულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორები, რომლებიც აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს. რუსთავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდნენ სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები, რომლების სიებში აღრიცხავდნენ ამომრჩეველთა გამოცხადებას. დამკვირვებლის მისვლის შემდეგ მათ დატოვეს საარჩევნო უბნის ტერიტორია. სამგორის საარჩევნო ოლქის #56, #58, #59 და #87 საარჩევნო უბნების გარეთ იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ სიები, თუმცა დამკვირვებლის მიახლოებისას ისინი მალავდნენ აღნიშნულ დოკუმენტაციას. ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის #33 და #36 საარჩევნო უბნების წინ მობილიზებული იყვნენ პედაგოგები, დირექტორები და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. თერჯოლის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ ოფისთან სამარშუტო ტაქსით ამომრჩევლები ჩამოიყვანეს, რომლებსაც უთხრეს, რომ მიიყვანდნენ საარჩევნო უბნებზე, სადაც დააფიქსირებდნენ თავიანთ არჩევანს. ბათუმის საარჩევნო ოლქის #25, #31, #32, #65, #69 და #77 საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ აგიტატორები იყვნენ მობილიზებულები, ხოლო #58 უბანთან იმყოფებოდა ასევე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ომარ მახარაძეც, რომელიც აგიტაციას ეწეოდა. დიდუბის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩევლის სახელს და გვარს ხმამაღლა კითხულობდა და ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის“ წარმომადგენელი აღნიშნულ მონაცემებს ბლოკნოტში ინიშნავდა“, - აღნიშნულია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)