16:17 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 15:30:55, 1107 ნახვა

პოლიტიკა
საია: ზუგდიდში, საარჩევნო უბანთან, 2 ნასვამი პირი ენმ-ს წევრს დაჭრით დაემუქრა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 14:00 საათისათვის საარჩევნო კომისიის წევრზე მუქარის ერთი შემთხვევა, სავარაუდო მოსყიდვის ერთი, ასევე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარუადო კონტროლის ფაქტები დაფიქსირდა. 

ასევე, საია-ს დამკვირვებლებისათვის უფლებების შეზღუდვის ფაქტები გამოვლინდა. 

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა 

- გურჯაანში #1 და #15 უბნებზე საიას დამკვირვებელს ხელი შეუშალეს მისი უფლებამოსილების განხორციელებაში და უბნიდან გამოაძევეს;

- მარნეულის #49 უბანზე კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ელდარ გაჯიევმა საიას დამკვირვებლის ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა;

- ისანში #62-ე უბანზე საიას დამკვირვებელს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ მისცა დამკვირვებლის უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, არ აჩვენა ჩანაწერთა წიგნი და შეუზღუდა საარჩევნო პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, უარი უთხრა საჩივრის განხილვაზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით საიას დამკვირვებელმა საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარადგინა. 

იმის მიუხედავად, რომ ცესკომ გააფრთხილა საოლქო საარჩევნო კომისიები, რომ დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ,  ახალ დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს ბათუმის #73 უბანზე. მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებლები შეუშვეს აღნიშნულ უბნებზე. 

სავარაუდო მუქარის ფაქტი

ზუგდიდის #21 საარჩევნო უბნის გარეთ, ეზოში ორი ნასვამი პირი ზუგდიდის #21 უბნის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაჭრით ემუქრებოდა. თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია. სიტუაცია ამ დროისათვის განმუხტულია.

ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ხობის #15 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტს. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში თანხის გაცემა განახორციელა ერთი და იგივე პირმა. პირველ შემთხვევში - 20 ლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში - გადაცემული თანხის ოდენობა ჩვენთვის უცნობია. 

გადასატანი ყუთით ხმის მიცემა

წყალტუბოს #54 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში 

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე

- ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი სამგორის #86 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ხაბარელს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის სტატუსი აქვს. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. საია მიმართავს ცესკოს, შოთა ხაბარელს გაუუქმოს დამკვირვებლის სტატუსი.

- ზუგდიდის #84 უბანზე პოლიციელის ყოფნის ფაქტი დაფიქსირდა. შენიშვნის დაწერის შემდგომ, პოლიციის თანამშრომელმა უბანი დატოვა. 

ნების კონტროლი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე

ამ დროისათვის საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მორიგი ორი ფაქტი, რა დროსაც კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა:

- ზუგდიდის #53 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;   

- ახალქალაქის #70 საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ავღან აკოფიანი უბანზე შესულ ამომრჩევლებს წინასწარ მობილურ ტელეფონში არსებულ ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობ ინფორმაციას უჩვენებს; 

- ახალქალაქის #4 უბანზე 2-მა ამომრჩეველმა კაბინაში ფოტოგადაღება განახორციელა. 

დაფიქსირდა ამომრჩეველთა სამარშრუტო ტაქსების მობილიზების ფაქტები ხობის #14 და #15 უბნებთან. ასევე ამომრჩევლის მობილიზება შეიმჩნევა #15 უბნის გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლში. 

ზუგდიდის #73 და #106 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან უცხო პირები, რომლებიც სიაში აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, ასევე, თუ რომელი სუბიექტის მხარდამჭერია. 

ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტი დაფიქსირდა ტყიბულის #13 საარჩევნო უბანზე. 

ხალხმრავლობა შეინიშნება სამგორის #7 და #9 უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მობილიზებულია ავტომანქანები. 

დუშეთის #49 საარჩევნო უბანთან მანქანებში მსხდომი ადამიანები ახდნენ უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას.

კრწანისის #3, ასევე სამგორის #34, #39 და #40 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ასევე ფიქსირდება უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვა. 

მარკირების პროცედურის დარღვევა

მარკირების პროცედურების შემოწმება არ ხდება მარნეულის #48, #13, #11 საარჩევნო უბნებზე.

სხვა პროცედურული დარღვევები: 

- გარდაბნის #31 უბანი განთავსებულია ღია სივრცეში. ამიტომ არ არის შექმნილი სამუშაო პირობები. კომისიის წევრების განმარტებით, მუნიციპალიტეტმა არ გამოყო შენობა საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსებისთვის. 

- მარნეულის #65 უაბანზე ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში შეყვა არაუფლებამოსილი პირი - ,,მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელი. საიას დამკვირვებლის მითითების შემდგომ, თავმჯდოამრემ დარღვევა აღმოფხვრა. 

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ სულ დაიწერილია 34 საჩივარი, ამათგან, 21 საჩივარი - უბანზე, 13 საჩივარი ოლქში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics