15:52 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 12:05:49, 867 ნახვა

პოლიტიკა
ISFED: ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში 10, ხოლო საოლქო კომისიებში 5 საჩივარი დააფიქსირეს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში 10, ხოლო საოლქო კომისიებში - 5 საჩივარი დააფიქსირეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის დაწყების შემდეგ, საყურადღებოა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ასევე დააფიქსირეს წილისყრის წესის და სხვა პროცედურების დარღვევები.

"სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, - ამბობენ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს :

"ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: ლელა შანყულაშვილი და ზურაბ ხანდამაშვილი (მერის ძმა) საარჩევნო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს უმოწმებენ საარჩევნო ბიულეტენში თუ რომელი კანდიდატი აქვთ შემოხაზული. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდგომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს. აღნიშნული პირები ასევე ერევიან საუბნო კომისიის საქმიანობაში და კომისიის თავმჯდომარეს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს. 

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ხმას აძლევენ  საარჩევნო კაბინაში შეუსვლელად, ხოლო იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კაბინაში აძლევენ ხმას, საარჩევნო ბიულეტენები გამოაქვთ ისე, რომ შესაძლებელია გაირკვეს თუ ვის მისცეს ხმა.

#57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა საარჩევნო კაბინის გარეთ.

არაუფლებამოსილი პირი უბანზე

#58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პოლიციელი (ფორმით), რომელიც არ იყო ამომრჩეველი და არ ქონდა უბანზე ყოფნის უფლება. აღნიშნული პირი უბნის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით იღებდა ფოტო-სურათებს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითებით, პოლიციელმა შეწყვიტა ფოტოების გადაღება და დატოვა უბანი. მოცემულ ფაქტზე კომისიის თავმჯდომარეს არ მოუხდენია რეაგირება. 

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

#61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე და #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა შეექმნათ, ვინაიდან კომისიის განცხადებით მათ აკრედიტაციას ვადა ჰქონდა გასული. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მიმართვის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.  

უბნის დაგვიანებით გახსნა

#24 დმანისის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგან უბანზე არ ჰქონდათ ბეჭდის მელანი.

საკონტროლო ფურცლის არასწორად მოთავსება ყუთში

#16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი  პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს საარჩევნო ყუთში.

წილისყრის წესის დარღვევა

#81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #3, #11 და #62 საარჩევნო უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრების შესარჩევ წილისყრაში მონაწილეობაზე.
#69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის შერჩევის წილისყრაში მონაწილეობაზე.
#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ კომისიის წევრს წილისყრაში არ მიაღებია მონაწილეობა, რაზეც ეს უკანასკნელიც დაეთანხმა.
#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის  #59 საარჩევნო უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა ნებისმიერი სახის ფუნქციის შესრულებაზე.
#30 კასპის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ორსულობის გამო უარი განაცხადა წილისყრით მინიჭებული ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შესრულებაზე და მას რეგისტრატორის ფუნქციის შესრულება დაეკისრა წილისყრის გარეშე.

უბანზე ყოფნის წესის დარღვევა

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე შემოსულმა პირმა, რომელსაც ჰქონდა აკრედიტაციას, შესაბამისი წესით რეგისტრაცია არ გაიარა", - აღნიშნავენ ISFED-ში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics