02:17 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 11:08:34, 1468 ნახვა

სამართალი
შსს-მ გლდანში ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში, ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არხის ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძეს მუშაობის დროს ხელი დაარტყეს. როგორც არხის წამყვანმა ნათია ტრაპაიძემ განაცხადა, ჟურნალისტი თბილისში, კერძოდ გლდანში ტელეფონით ცდილობდა გადაეღო თუ როგორ გადაჰყავთ ამომრჩევლები რეგიონში ავტობუსებით. სწორედ ამ დროს ჩაფიჩაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თავად ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებმა, რომლებსაც აცვიათ მაისურები წარწერით “არა ნაცებს”.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics