15:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 00:58:57, 3311 ნახვა

პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - განახლებადი ამბები

00:03 სთ - საქართველოს მოქალაქეები დღეს რიგით მე-5 პრეზიდენტს აირჩევენ

00:06 სთ - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ის კანდიდატად დასახელდება, რომელიც ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

00:10 სთ - პრეზიდენტის ინაუგურაცია საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე კვირა დღეს ტარდება. მთავარსარდალი ფიცს ღვთისა და ერის წინაშე დებს.

08:09 სთსაქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

08:11 სთ - არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი ამოქმედდა

08:14 სთსაზღვარგარეთ, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება

08:21 სთპენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა

08:48 სთპრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

08:50 სთ - ცესკო: საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა - კენჭისყრის პროცედურა შეუფერხებლად მიმდინარეობს

09:03 სთ - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი დაფიქსირა 

09:25 სთნინო ანანიაშვილი: მინდა ყველას ვთხოვო, არ დაიზაროთ, მიდით და შეასრულეთ თქვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა

09:38 სთ - ბათუმის მეშვიდე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა

09:40 სთგიორგი ვაშაძე: ის, რაც პირველიდან მეორე ტურამდე ვიხილეთ, ალბათ, მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა

09:42 სთჩუგოშვილი: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები

09:51 სთ რულოვსი: ხმა მივეცი პროევროპულ, მრავალპარტიულ და ღირებულებებზე დაფუძნებულ კანდიდატს

10:06 სთ„ტვ პირველი“ - ჩვენს ჟურნალისტს, გლდანში მუშაობის დროს ხელი დაარტყეს

10:13 სთნიკა მელია: უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნებია ღირსების თვალსაზრისით

10:22 სთ - საია: ფიქსირდება ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება​

10:22 სთ - ლევან ვარშალომიძის მტკიცებით, ბათუმის საარჩევნო უბნებიდან მათი დამკვირვებლები გამოაძევეს​

10:53 სთ - ცესკო - 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 7.26% შეადგინა​

11:08 სთშსს-მ გლდანში ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

11:09 სთგიორგი ვაშაძე: საარჩევნო უბნებზე, პირველ ტურთან შედარებით, ბევრად მძიმე მდგომარეობაა

11:13 სთვაშაძე თამარ ჟვანიას: ნუ უზღუდავენ დამკვირვებლებს უფლებას, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა

11:17 სთცესკო-ს მონაცემებით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი - ვიდეო

11:19 სთცესკო-მ დარღვევების არცერთი ფაქტი არ დაადასტურა - ვიდეო

11:19 სთთორნიკე რიჟვაძე: დღეს გავაკეთე პრინციპული არჩევანი ქვეყნის ევროპული გზით განვითარების სასარგებლოდ

11:21 სთ პრეზიდენტი: ზოგისთვის ეს რთული არჩევანია, მაგრამ მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს მივიდეს საარჩევნო უბანზე

11:30 სთ - კობახიძე: ერთ მხარეს პოლიტიკური ძალაა, რომლის თვისება აგრესიაა და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს წარსულს ჩააბარა

11:35 სთჩუგოშვილი აქტივისტებს: არავის მისცეთ შესაძლებლობა, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს - ვიდეო

11:45 სთ  - ISFED-ის ინფორმაციით, გურჯაანში #26 უბანზე მერის ძმა იმყოფება თანმხლებ პირებთან ერთად, ამომრჩევლებს ბიულეტენებს უმოწმებენ. კომისიის თავმჯდომარეს მითეთებებს აძლევენ და ენმ-ს წარმოამდგენელი გამოაძევეს.

11:47 სთ - კალაძე: ხმა მივეცი ბოროტებისა და ძალადობის წინააღმდეგ

1:48 სთ - "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ქ. რუსთავის 39-ე საარჩევნო უბანზე დააკავეს პიროვნებები: კოჭლამაზაშვილი მერაბი (პ/ნ 350011059782) და ოთარ თულაშვილი (პ/ნ 3500108908) ე.წ. „ორმაგი მარკირებით“, რომლებიც არიან პარტია „ე.ნ.მ“-ს მომხრეები.

11:56 სთ - ივანიშვილი: უამრავი სიცრუე იყრება, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული

12:05 სთISFED: ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში 10, ხოლო საოლქო კომისიებში 5 საჩივარი დააფიქსირეს

12:15 სთპატრიარქი: ხმა მივეცით საქართველოს მთლიანობას - ღმერთმა დაგლოცოთ

12:37 სთ - გიორგი ვაშაძე: კობახიძის ენას ძვალი არ აქვს და იმიტომ აკეთებს აბსურდულ განცხადებებს

12:39 სთ შსს - პოლიციამ სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

12:42 სთგავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული

12:46 სთდავით სერგეენკო: ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას

12:48 სთვაშაძე: იმედი მაქვს, რომ ადამიანები ვინც 1990 წლიდან კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას, სწორ არჩევანს გააკეთებენ

12:52 სთკობახიძე: რუსთავში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას

12:54 სთ 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19.6% შეადგინა - ვიდეო

13:00 სთკობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს საარჩევნო უბნებიდან ცარიელი ბიულეტენები აქვთ გამოტანილი

13:03 სთ - შსს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება

13:13 სთცესკომ სხვადახვა საარჩევნო უბანში რამდენიმე პროცედურული ხარვეზი დაადასტურა - ვიდეო

13:16 სთ - პენიტენციურ დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

13:18 სთქობულია - ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის მეტ ინტეგრაციას განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში

13:25 სთვაშაძე: მარნეულის 21-ე უბანზე ბიულტინები გარეთაა გამოტანილი - ყალბი პირადობით, ხმის მიცემის მცდელობაც იყო

13:29 სთ - ლევან დავითაშვილმა ხმა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მისცა

13:44 სთ -ენმ-ს ინფორმაციით, ბათუმის 30-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მის გრაფაში ხელი უკვე მოწერილი დახვდა.ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განმარტებით, სხვა ამომრჩეველს შეეშალა გრაფა და სხვის გრაფაში მოაწერა ხელი. ენმ-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რეგისტრატორი შეცდომას აღიარებს. „ბიძაშვილები არიან, სახეზე ჰგავს და შემეშალა“.

13:56 სთ - მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის მმართველობა სრულდება - საარჩევნო უბნებისკენ ჰერი, ჰერი [ვიდეო]

14:05 სთ - კობახიძე: ყველას ვაფრთხილებ, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისგან

14:11 სთ - ზურაბიშვილი: ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს [ვიდეო]

14:25 სთ - იზორია: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას

14:27 სთ - სერვისების განვითარების სააგენტო პირადობებთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს

14:36 სთ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ამომრჩეველთა მონაცემების კანონდარღვევით დამუშავების ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს

14:40 სთ - ზაალ უდუმაშვილი: აბსურდის თეატრია, რომ არჩევნების გაყალბება გაერთიანებულ ოპოზიციას დააბრალონ

14:45 სთ - ივანე მაჭავარიანი: ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

15:08 სთ - ღარიბაშვილი: უარი უნდა ეთქვას მოძალადე რეჟიმს, რომელიც ქვეყნის სათავეში იყო ბოლო 10 წელი

15:12 სთ„სანამ დათვლით მოწიეთ, გაგისწორდებათ“ - ბიულეტენი და მარიხუანა „გირჩისგან“

15:15 სთუდუმაშვილი: აბაშაში „ოცნების“ დეპუტატი მიყვება ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინაში და აკონტროლებს ხმის მიცემის პროცესს

15:30 სთ - საია: ზუგდიდში, საარჩევნო უბანთან, 2 ნასვამი პირი ენმ-ს წევრს დაჭრით დაემუქრა

15:45 სთ - ჩუგოშვილი: მოვუწოდებთ კერძო დამსაქმებლებს, თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ

15:59 სთ - ენმ - „ოცნების“ დეპუტატი ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში შეჰყვა [ვიდეო]

16:04 სთ - დავით ჯანდიერი: კენჭისყრის დღე ტოტალური დარღვევების ფონზე მიმდინარეობს

16:06 სთ - 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 38.8% შეადგინა

16:18 სთკოორდინატორმა On.ge-ს ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა [ვიდეო]

16:21 სთშსს-მ აბაშაში საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევაზე გამოძიება დაიწყო

16:25 სთISFED - მარმეულის მე-10 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა

16:58 სთგახარია: წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა

17:01 სთ - გახარია: ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში გაკეთდეს არჩევანი, საპოლიციო ძალები ამის ფარგლებში გადაადგილდებიან

17:24 სთ - ცესკო-მ დეპუტატ შოთა ხაბარელს, რომელიც საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, აკრედიტაცია გაუუქმა

17:29 სთირაკლი კობახიძე - საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია

17:39 სთსაია მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილობას ითხოვს

18:10 სთ - „ვაკის მე-2 საარჩევნო უბანზე ყალბი პირადობა დაფიქსირდა“ - გაერთანებულ ოპოზიცია „ოცნების“ ბრალდებებს პასუხობს

18:12 სთ 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 47.31% შეადგინა

18:36 სთ არჩევნებთან დაკავშირებით შსს-მ სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე დაიწყო გამოძიება

18:44 სთ ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 171 საჩივარია შესული - ვიდეო

18:45 სთჩუმლაყში, საარჩევნო უბნიდან მოშორებით, მოქალაქემ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან გაისროლა

19:19 სთISFED ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობაზე ინფორმაციას ავრცელებს

19:21 სთმამუკა მდინარაძე - ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დაახლოებით, 300 ათასი ხმით გავიმარჯვოთ

19:22 სთუდუმაშვილი: რაც კი არსებობს გაყალბების მექანიზმები „ქართულმა ოცნებამ“, ყველა გამოიყენა

19:32 სთზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა - ადგილზე პოლიცაა [ვიდეო]

20:00 სთ საქართველოს მასშტაბით საარჩენო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა

20:00 სთსალომე ზურაბიშვილი 55%, გრიგოლ ვაშაძე 45% - ეგზიტპოლის პირველადი შედეგები

20:12 სთ საჯაროდ გავრცელებულ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

20:22 სთ „მთელმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა“ - ივანიშვილი ამომრჩევლებს მადლობას უხდის [ვიდეო]

20:25 სთGallup International-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, ზურაბიშვილმა ხმათა 58% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 42%

20:33 სთ - ვაშაძე: ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი იყო საქმეში ჩართული - დაველოდები საბოლოო შედეგებს

20:42 სთკალაძე: ​სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას [ვიდეო]

20:49 სთ სააკაშვილი: არ აღიაროთ ამ არჩევნების შედეგები - გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე

20:50 სთ - პრემიერი: დღეს არ არის ზეიმისთვის დასაკარგი დრო, ახლა მუშაობის დროა [ვიდეო]

21:21 სთზურაბიშვილი: ქვეყანაში პრინციპული არჩევანი გაკეთდა - ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავერთიანდეთ [ვიდეო]

21:35 სთსაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა

21:44 სთბესელია: ეს იყო არჩევანი, რომელიც მოსახლეობამ გააკეთა სახელმწიფოს სიმშვიდისთვის

21:50 სთნიკა მელია: დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, შემდეგ კი ყველაფერს გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია

22:11 სთცესკო - კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდად და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა - ვიდეო

22:16 სთ - Gallup International-ის ეგზიტპოლის შედეგებით, ზურაბიშვილმა ხმათა 57% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 43%

22:20 სთსაპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი

22:26 სთსაერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 261 საჩივარი

22:27 სთდავით ბერძენიშვილი: ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია

22:30 სთირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს მოვლენებს

22:33 სთკობახიძე: გამარჯვება არის დამაჯერებელი - ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

23:41 სთ - მარნეულში სამართალდამცველებსა და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [LIVE]

23:44 სთავღანეთში არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

23:52 სთ ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს

00:26 სთთამარ ჟვანია: საუბნო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 289 საჩივარია შემოსული

00:30 სთ„ნაციონალური მოძრაობა“ - ლაგოდეხში ჩვენ ოფისს ესროლეს [ვიდეო]

00:52 სთ ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში იგებს

01:19 სთ - შსს-მ ლაგოდეხში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

01:25 სთ გრიგოლ ვაშაძე: გადავწყვიტეთ, ჩვენი გეგმების შესახებ აზრი ვკითხოთ ხალხს - ხვალ 18:00 საათზე ფილარმონიაში ვიკრიბებით

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics