|
2018-11-27 14:34:04, 1013 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუგებარი პირები უკავშირდებიან „შავ სიაში“ მყოფ პირებს და დავალიანების გადახდას ითხოვენ
„სულ ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუგებარი პირები უკავშირდებიან „შავ სიაში“ მყოფ დავალიანების მქონე მოქალაქეებს, ატყუებენ და ითხოვენ რეგულაციების ამოქმედებამდე გადაიხადონ მათზე რიცხული დავალიანება“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივნმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკიმ რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა და განმარტა, რომ ბოლო დროს გაჟღერებული ინფორმაციები არის სიცრუე. ამასთან,ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს 28 ნოემბერს სწორად შეაფასებს. „მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების მინიმარლური შანსიც აღარ აქვს, იგი საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რასაც მოწმობს უკანასკნელ დღეებში „რუსთავი 2“-ის ეთერის სიცრუეზე და ყალბ ინფორმაციაზე განსაკუთრებული ორიენტირება. როგორც „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი ტელევიზიის საშუალებით გვამცნო, კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ ხელისუფლების დახმარებით თურქეთის ციხიდანაა გათავისუფლებული. თუმცა, სულ მალე, ნათელი გახდა რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და მითითებული პიროვნება კვლავ ციხეში იმყოფება. შსს-ს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით მათი მხრიდან სრულად იქნა იგნორირებული. ანალოგიური ხასიათისაა მოწოდებული ინფორმაცია, ვითომდა ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ბეჭდვის შესახებ. ისევე, როგორც ბიულეტენების ბეჭდვის სრულიად კანონიერი პროცესის, გაყალბებისთვის მზადებად გამოცხადება, ან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სახლებში აფეთქეებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. ყველასთვის ცხადია, რომ ანალოგიური აქტი დააზიანებდა ნებისმიერი პარტიის იმიჯს, მითუმეტეს, რომ არ შეესაბამება ქართული ოცნების მიერ დაცულ მორალურ სტანდარტებს. ამასთან, საზოგადოება კვირეებია უყურებს ტელესპექტაკლს ოქუაშვილის მონაწილეობით. რეალობის სამარცხვინოდ დამახინჯების ნათელი მაგალითია აგრეთვე გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მოქალაქეები ბანკებში იყვნენ მისულები და მათთვის ვალების ჩამოწერა არ დასტურდება ან კატეგორიულ უარს უცხადებენ. მაშინ როდესაც, ცნობილია, რომ ვალები წლის ბოლომდე, 15-31 დეკემბრის პერიოდი განმავლობაში ჩამოიწერება და რასაკვირველია, ეს წინასწარ ვერანაირად ვერ მოხდებოდა. სოციალური სოლიდარობის ეს უპრეცედენტო აქტი შედგება და ათასობით ოჯახს გაათავისუფლებს როგორც მათი ფინანსური შესაძლებლობების არათანაზომადი ტვირთისგან, ასევე ფსიქოლოგიური სტრესისაგან. ამასთანავე ხაზს ვუსვამთ, რომ როდესაც მასშტაბური რეფორმა ხორციელდება, იქნება ეს საყოველთაო ჯანდაცვა, ცე ჰეპატიტის ელიმინაცია თუ სხვა, არაერთი სოციალური პროექტი, არასოდეს ვკითხულობთ, რომელი ბენეფიციარია ჩვენი მომხრე და რომელია ჩვენი მოწინააღმდეგე. ეს თანადგომა ყველას თანაბრად ეხება. როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარა სიცრუე და დამახინჯებული ინფორმაცია კონკრეტული ტელევიზიის ეთერის 70-80%-ს იკავებს, ეს არა უბრალოდ პროპაგანდა, არამედ დანაშაულია საზოგადოების წინაშე. სულ ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუგებარი პირები უკავშირდებიან შავ სიაში მყოფ დავალიანების მქონე მოქალაქეებს, ატყუებენ და ითხოვენ რეგულაციების ამოქმედებამდე გადაიხადონ მათზე რიცხული დავალიანება. დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და 28 ნოემბერს ერთად ვეტყვით უარს სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას, გავაკეთებთ პრინციპულ არჩევანს და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)