14:11 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 16:39:59, 2827 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე: მნიშვნელოვანია მივცეთ მაგალითი, რომ დაპირისპირების მიუხედავად ტრაგედიის დროს ქართველებს შეგვიძლია გავერთიანდეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, დღეს პოლიტიკური დაპირისპირებების  დრო არ არის და ყველა უნდა ეცადოს დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს. 
სწორედ ამიტომ ბაქრაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“  400 ადამიანისგან  შემდგარი მოხალისეთა სპეციალური რაზმი შექმნა, რომლებიც  მზად არიან მერიასთან და სამაშველო სამსახურებთან შეთანხმებით ქალაქის ნებისმიერ ადგილას გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას დაეხმარონ. 
„ასევე შევქმენით შტაბი, სადაც ხდება ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება, რომელსაც  ასევე მერიასთან და გამგეობასთან კოორდინირებით გადავუნაწილებთ  დაზარალებულ მოსახელობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშველოვანია დღეს ყველამ მივცეთ მაგალითი იმისა, რომ  მიუხედავად  ყველა დაპირისპირებისა,  ტრაგედიის და კრიტიკული ვითარების დროს ქართველებს  შეგვიძლია გავერთიანდეთ და ერთად  დავდგეთ გვერდით  საზოგადოების  დაზარალებული წევრების  დასახმარებლად“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
ცნობისთვის, გმირთა მოედანზე მოხალისეები მუშაობენ. 
გმირთა მოედანზე დილიდან მოხალისეები არიან შეკრებილები. 
ისინი,  მითითების მიხედვით, მიმდებარე ტერიტორიას ძლიერი წვიმის შედეგად ამოყრილი ქვებისგან ათავისუფლებენ.  
მათ  ნიჩბები დაურიგდათ და გზებს ტალახისგან წმენდენ. 
შეგახსენებთ,  რომ წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად, დედაქალაქის რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა. გმირთა მოედნიდან ე.წ. მშრალ ხიდამდე გზის საფარი დაზიანდა. მძიმე ვითარებაა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი. სტიქიის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, ათი ადამიანია დაღუპული. მათ შორის არიან მაშველები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics