18:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 12:44:25, 1647 ნახვა

სამართალი
შსს-მ განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული დ.ე. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებებით დააკავეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მუხიანის დასახლებაში, წარსულში არსებული კონფლიქტისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა 1985 წელს დაბადებული ნ.ც. და მასთან ერთად მყოფი, 1984 წელს დაბადებულ გ.თ., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ორივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა ნ.ც. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics