15:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 12:13:35, 951 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოქალაქეებს მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2012 წლის შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტრადიციად იქცა, ამიტომ მისი თქმით, მეორე ტურიც სწორედ ასეთ გარემოში ჩაივლის. 

„ხვალ, ჩვენს ქვეყანაში ტარდება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს. ხვალ, თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი; საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. თითეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება. მოგეხსენებათ, არჩევნების დღე, 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოვაცხადეთ. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე. ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. ასევე ყველა დამსაქმებელს მივმართავ და მოვუწოდებ, რომ ყველა მოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics