|
2018-11-26 19:57:08, 2828 ნახვა
მსოფლიო
„მედვედევი პანიკურად ყვირის, მგონი უკვე პუტინი აკონტროლებს სიტუაციას“ - რუსი სამხედროების ჩანაწერი
აუდიოჩანაწერში, რომელიც უკრაინის საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნა, რუსი სამხედროები ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებში რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ჩართულობაზე საუბრობენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შექმნილ ვითარებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აკონტროლებდა. "უნდა დავარტყათ. მედვედევი უკვე ისე პანიკურად ყვირის, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ამ ჯანდაბას უკვე თავად პრეზიდენტი აკონტროლებს", - ისმის აუდიოჩანაწერში. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)