15:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 17:53:02, 1169 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცულობისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ელჩს იგორ დოგლოვს შეხვდა და აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია პირადად უკრაინელი დიპლომატისგან მოისმინა.

გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას. პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას შავი ზღვის დაცულობის აუცილებლობისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქერჩის ყურეში  განვითარებული მოვლენები უაღრესად საშიში ფაქტია და ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ახალ ფორმებს იძენს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, „აზოვის ზღვაში წუხელ ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი პირველივე წუთიდან საქმის კურსშია და იღებს ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება მოვლენები. ჩვენ  ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ცხადია საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც შეეხება მომხდარს, ეს არის უაღრესად საშიში ფაქტი. საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ გაუმახვილებია პარტნიორების ყურადღება შავი ზღვის დაცულობის აუცილებლობაზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სახმელეთო ოპერაციებით, ოკუპაცია საფრთხეს უქმნის უკვე საერთაშორისო სანაოსნო მარშრუტებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის ქმედებები იყოს აღკვეთილი და ეს იყოს განხილული არა როგორც ცალკეული პრეცედენტი, არამედ ნათლად იყოს დანახული ის საფრთხეები, რომლებიც იმალება ამ ქმედების უკან და რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად საფუძვლებს, ისე კონკრეტულად ამ რეგიონში უსაფრთხოებას".

უკრაინის ელჩთან გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ესწრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics