|
2018-11-26 17:03:19, 2348 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: მკაცრად აღვკვეთთ ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ნებისმიერ ხელყოფას
რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას მკაცრად უპასუხებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი უკრაინული მხარის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. "გვინდა უკრაინული მხარე გავაფრთხილოთ, რომ კიევის მიერ წარმოებული პროვოკაციული პოლიტიკა, რომელიც ამერიკასთან და ევროკავშირთან კოორდინაციით მოხდა, სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. რუსეთის ფედერაცია მკაცრად აღკვეთს მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ნებისმიერ ხელყოფას. მტკიცე პროტესტს გამოთქვამს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ შავ ზღვაში მშვიდობიანი ნაოსნობის წესების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგაროე უწყებაში მიაჩნიათ, რომ აზოვის ზღვაში მომხდარი ფაქტი უკრაინაში შიდაპოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენეს. "საომარი მდგომარეობის გამოცხადება, მაშინ როდესაც 2019 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი ძალიან ოდიოზურად გამოიყურება", - აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)