|
2018-11-26 15:53:37, 2247 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთს ქერჩის სრუტეში შექმნილი ვითარების გამო, შესაძლო სანქციები არ ადარდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შესაძლო სანქციები არ ადარდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Tass ავრცელებს. როგორც ლავროვმა აღნიშნა, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანა, რომლის სუვერენიტეტი დაირღვა, სანქციების სამიზნე გახდეს. "ჩვენ ეს უკვე დიდი ხანია არ გვადარდებს. რა თქმა უნდა, სანქციები ყოველთვის ცუდია, თუმცა, როდესაც იმ ინციდენტების გამო, რომელიც გუშინ ვიხილეთ, მხარე, რომლის სუვერენიტეტი დარღვეული იყო, შესაძლოა ახალი სანქციების ობიექტად განიხილებოდეს, ამგვარი პოლიტიკის კომენტირება გვიჭირს. რთულია იმის იმედის ქონა, რომ გავლენას მოვახდენთ იმ ადამიანებზე, ვისაც მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებს - ახალი საბაბი გამონახონ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისივე შეფასებით, აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტი პროვოკაციაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)