08:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 14:40:44, 2190 ნახვა

მსოფლიო
რასმუსენი: რუსეთის არალეგალურ ქმედებებს ძლიერი საერთაშორისო პასუხი უნდა დავახვედროთ

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. 

როგორც რასმუსენმა აღნიშნა, მოსკოვის ქმედებებს ძლიერი საერთაშორისო პასუხი უნდა დავახვედროთ. 

რუსეთის აგრესია აზოვის ზღვაში უკრაინის წინააღმდეგ მყისიერად უნდა შეწყდეს: უკრაინულ გემზე თავდასხმის შემდეგ, რუსებმა ცეცხლიც კი გახსნეს. მოსკოვის არალეგალურ ქმედებებს ძლიერი საერთაშორისო პასუხი უნდა დავახვედროთ. პუტინი მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. 

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.

თავის მხრივ, ევროკავშირმა და ნატო-მ რუსეთსა და უკრაინას სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდეს. გაერო-მ საგანგებო სხდომა ჩანიშნა, სადაც ქერჩის სრუტეში მომხდარი ფაქტის და სამომავლო გეგმების განხილვა მოხდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics