14:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 13:39:08, 994 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის ელჩი: რასაც გუშინ ვაკვირდებოდით, არის ღია აგრესია - მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის აგრესიული ქმედების მანიფესტაციად აფასებს. 

როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რუსეთი შავ ზღვაში აგრესიული მოქმედებების გაფართოებას ცდილობს. 

„მადლობა საქართველოს ასეთი მხარდამჭერი პოზიციისთვის. მოხარული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრით მინისტრ ზალკალიანთან, რომ ინფორმაცია მივაწოდო გუშინ შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით. შავი ზღვა ყოველთვის არის ჩვენი საერთო შეშფოთების საგანი, რადგან უსაფრთხოება მთავარი ზრუნვის საგანია საქართველოსთვის, უკრაინისთვის და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. რასაც გუშინ ვაკვირდებოდით, არის ღია აგრესია და ველით, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს ამ საკითხზე იმსჯელებს. ველით უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის ღია შეფასებას. სამი ხომალდი და ეკიპაჟის 23 წევრი არიან დაკავებულები რუსეთის „ეფესბეს“ ძალების მიერ, თუმცა ისინი მხოლოდ სამი მათგანის დაკავებას ადასტურებენ. ჩვენი ინფორმაციით, 23-დან ექვსი მეზღვაური დაჭრილია. უკრაინულ ხომალდებს შეიარაღებულმა რუსულმა სამხედრო გემებმა ცეცხლი გაუხსნეს და შეიპყრეს, როდესაც ისინი ქერჩის სრუტეში შესვლას ცდილობდნენ. ჩვენ ამას რუსეთის აგრესიული ქმედების მანიფესტაციად და შავ ზღვაზე აგრესიული მოქმედებების გაფართოების მცდელობად ვაფასებთ“, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

ინფორმაციას საზოგადოერივი მაუწყებელი ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics