14:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 13:01:08, 914 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის აგრესიის აქტს შეაფასებს

„ევროპულმა საქართველომ“ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის სახედრო აგრესიის აქტს შეაფასებს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა საკითხზე სწრაფი რეაგირება მოახდინოს.

„მოგეხსენებათ, გუშინ რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სამხედრო აგრესიის აქტი უკრაინის წინააღმდეგ როცა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის საზღვაო ხომალდებს და ტყვედ აიყვანა უკრაინის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. ევროპული საქართველო გამოდის ინიციატივით, პირველ რიგში საგარეო კომიტეტმა და შემდეგ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რათა შეფასება მისცეს აგრესიის ამ ფაქტს. ევროპულმა საქართველომ უკვე შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღესვე შევიტანთ პარლამენტის შესაბამისს დეპარტამენტში და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტმა სწრაფი რეაგირება გააკეთოს და სწრაფად შეაფასოს აგრესიის ეს აქტი. ასევე ძალიან დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები დაუწესებენ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციას ამ აგრესიის აქტის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომავალი სანქციების მიზეზებში და მოთხოვნებში ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება. საზოგადოებას ახსოვს, რომ შარშან პრეზიდენტმა პოროშენკომ შესთავაზა საქართველოს მთავრობას რათა ჩვენს მთავრობებს ერთობლივად ემუშავათ, რომ სანქციების მომავალ პაკეტებში  საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი და ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხიც მოხვედრილიყო.  ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ეს წინადადება საქართველოს მხარემ ფაქტიურად უარყო, არაფრად არ ჩააგდო და ამ სანქციების პაკეტებში საქართველოს თემატიკის მოსახვედრად არაფერი არ გააკეთა. იმედი გვაქვს და ეს რეზოლუცია სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა, რომ ამჯერად მაინც საქართველო  (სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია ქართული ოცნება) განზე არ გადგება და ჩვენი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფას არ მოახდენს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics