14:21 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 11:20:33, 863 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)- მ საქართველოში 28 ნოემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუშაობის პროცესში დელეგაცია დაეყრდნობა NDI-ის სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს პირველი ტურის შემდეგ; ა

სევე გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში სექტემბრიდან იმყოფებიან.

დელეგაციის წევრები არიან: ლორი ფულტონი, აშშ-ის ყოფილი ელჩი დანიაში; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მარია ბაბიჩი, საერთაშორისო ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ლორა ლინდერმანი, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი; სარა ვოტერსონი, რეგიონის ექსპერტი; და ლორა თორნტონი, NDI-ის საქართველოს ოფისის უფროსი დირექტორი. 

NDI-ის სადამკვირვებლო მისია არჩევნების წინასწარი შეფასების  ანგარიშს 29 ნოემბერს პრესკონფერენციაზე გამოქვეყნებს.

NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სადამკვირვებლო საქმიანობას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics