14:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-25 23:20:28, 1054 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - ყველაფერი რაც მიმართულია საქართველოს ევრო-ინტეგრაციისაკენ, ნაყოფიერ შედეგს გვაძლევს

„საქართველო არის აღიარებული, როგორც ლიდერი ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით. ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოგი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო თვისობრივად ახალ დონეზე გადადის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პირველ რიგში ეს გახლავთ აღიარება იმ რეფორმების,რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, როგორც ეკონომიკური განვითარების კუთხით, ისე პოლიტიკური რეფორმების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვასაზრისით" - ამის შესახებ საქათველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსთავში, ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა  21 ნოემებრს ბრიუსელში გამართული მაღალი დონის დიალოგის შესახებ და იმ სიკეთეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს მოაქვს. „ჩვენ მართლაც ხელშესახები შედეგები გვაქვს მოპოვებული 2012 წლიდან.ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება,რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი გახლავთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება; ასევე, ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა-სავიზო ლიბერალიზაცია,რომელიც არ გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, ეს იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკური გზავნილი პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობისთვის,რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მოქალაქეებს ქონდეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება ევროკავშირის ტერიტორიაზე,თავისუფალი წვდომა იმ სიკეთეებზე,რასაც ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გვთავაზობს.ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა კარგი შესაძლებლობაა ბიზნესისთვის,მცირე მეწარმეებისთვის ,ყოველგვარი ბარიერების და დროის კარგვის გარეშე იყოს შესალებლობა,რომ სწრაფად მოძებნონ საკუთარი პარტნიორები ევროკავშირის ბაზარზე და განავითარონ ის შესაძლებლობა,რასაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ჰქვია."-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის დახმარება მიმართული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების ხელშეწყობისკენ, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარება, განათლების და მეცნიერების სფეროში სიახლეების დანერგვა, სამოქალაქო თავდაცვის და  უსაფრთხოების სექტორის გაძლიერება, კრიმინალთან ბრძოლა და სხვ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას  ინფორმაცია მიაწოდა იმ საფინანსო შეთანხმებებთან დაკავშირებით, რომლებიც ბრიუსელში საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის გამართულ მაღალი დონის შეხვედრისას გაფორმდა.
„საქართველოს მთავრობამ 231 მილიონიანი ევროს რაოდენობის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა მოიპოვა,რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება და ბუნებრივია ეს  საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. 100 მილიონი ევრო გამოიყოფა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის. ევროკავშირი დამატებით დაეხმარება საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს ქონდეთ ხელმისაწვდომი ფინანსური დახმარება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი შედეგია,გამომდინარე იქიდან,რომ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება კარგი საშუალებაა ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე. ასევე,45 მილიონი ევრო გამოიყოფა საქართველოს მაკროფინანსური დახმარებისთვის.  საფინანსო სექტორი,პოლიტიკა,სოციალური და შრომის ბაზრის სფეროში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება - ეს იქნება ის ძირითადი მიმართულებები,რომელზეც მიმართული იქნება აღნიშნული დახმარება"- განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანმა მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გაამახვილა იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს არასწორი და მცდარი შეხედულებების შექმნას  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. "ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უსარგებლოა, რომ ის არ მოდის თავსებადობაში ჩვენს ტრადიციებთან და კულტურასთან. ეს არის არასერიოზული, დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ძალიან აქტიურად ცდილობენ თავს მოგვახვიონ და წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ევროკავშირი გვაშორებს ჩვენს ტრადიციებს და კულტურას. პირიქით, ევროკავშირის ლოზუნგია მრავალფეროვნება, ტრადიციების გათვალისწინება, ყველა მასში შემავალი ერის ტრადიციების და კულტურის მრავალფეროვნების ერთიანობა."- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო და ხაზი გაუსვა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის გზაზე საერთაშორისო კონსოლიდაციის და ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება. 
„საქართველოს ბევრი სერიოზული გამოწვევა აქვს,მოგეხსენებათ რომ ჩვენი ტერიტორიების 20%  რუსული ოკუპაციის ქვეშაა, სამწუხაროდ, ეს პროცესები დღესაც გრძელდება. მაგრამ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ ის  რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ის საფრთხეები და გამოწვევები,რომელიც ქვეყანას გააჩნია.
რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის სრულყოფილი,ისე როგროც ჩვენ გვინდა, ისე, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა, მაგრამ  ის ნაბიჯები, ის თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ჩვენ მომავალშიც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, იმისთვის, რომ საგარეო ფრონტზე საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი,ქვეყნის დეოკუპაციის თვალსაზრისით მოვახდინოთ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის,იმისთვის რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საფრთხეები და ქვეყანას მიეცეს შესაძლებლობა განვითარების და აღმავლობის.  მარტო ვერაფერს გავხდებით, თუ არ იქნება ერთიანობა, თუ არ იქნება საზოგადოების კონსოლიდაცია და დახმარება ჩვენი ევროპელი და ევრო-ატლანტიკური პარტნიორების მხრიდან."- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა  საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს მონაწილეობაზე და იმ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც  საქართველოს მიუძღვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საერთაშორისო ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში.
„ჩვენ ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროკავშირში და ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები განსაკუთრებით აფასებენ. საქართველო არის წარმოდგენილი მნიშვნელოვან მისიებში, ევროკავშირის მისიებში. ჩვენ არამარტო მიმღები ვართ იმ სიკეთის, რა სიკეთეებსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან, არამედ  ასევე ვართ გამცემი და კონტრიბუტორი, ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებში. ეს ყველაფერი, დღეს მიმდინარე მოვლენები მსოფლიოში ურთუიერთგადაჯაჭვულია, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამ მიმართულებით საკუთარი წვლილი შევიტანოთ." -აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics