15:00 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-25 23:15:38, 1275 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას  საქართველოსთვის სტაბილურობა სურს. მისი თქმით,  ქვეყანას რევოლუციადა ერთმანეთს შორის დაპირისპირება აღარ სჭირდება. ამის შესახებ  დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა. ჩვენი ურთიერთობები უცხოეთში, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დამოკიდებულება და ურთიერთგაგება ქმნის სტაბილურობას.ამ ქვეყანას აღარ სჭირდება არც რევოლუცია, არც ერთმანეთში დაპირისპირება. არამედ, ჩვენ გვჭირდება ამ გზის გავლა იმისთვის, რომ სარკის მეორე მხარეს გავიდეთ და გავხდეთთანამედროვე, ჩვენ თავში დარწმუნებული ქვეყანა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მას საქართველოს მომავლის სჯერა და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ქვეყანაში და დარჩება აქ.

 "ამ ქვეყნის მომავლის რწმენა და იდეოლოგია არის ის, რაც ჩვენ არა მხოლოდ გვაერთიანებს, არამედ მომავლის გზასაც გვიჩვენებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
რეჟიმის პატიმარმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics