14:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-25 22:56:15, 984 ნახვა

პოლიტიკა
სერგო თეთრაძის მეუღლე - ვიყავით ძალიან ბედნიერი ოჯახი, სანამ ერთ დღეს ჩვენთან სახლში არ მოვიდნენ

თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი აქცია ლოზუნგით “ყველაფერი კარგად გვახსოვს - არა ნაცებს” დასრულდა.

აქციის მონაწილეების თქმით, არსებობს საშიშროება, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს, ამიტომ ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცენ.


აქციაზე მისულ ხალხს სიტყვით მიმართა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლემ, ნანა თეთრაძემაც. მან შეკრებილებს მოუწოდა, არჩევანი “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ გააკეთონ.

“გამოვიარეთ ძალიან რთული გზა. მე გახლავართ ძალიან პატიოსანი ადამიანის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე, რომელსაც თავისი სიმართლის დამტკიცება სიცოცხლის ფასად მოუწია. ვიყავით ძალიან ბედნიერი ოჯახი, სანამ ერთ დღეს ჩვენთან სახლში არ მოვიდნენ და ეს ბედნიერება არ დაარბიეს. წაგვართვეს ოცნება და იმედები და ამის შემდეგ 7 წელია დავდივართ მე და ჩემი შვილი სასამართლოებში და ჩვენს სიმართლეს ვამტკიცებთ. ჩემი მეუღლე იყო დასახიჩრებული. ეს წამების გზა გაიარა იმის გამო, რომ თავის ღირსებას იცავდა. ის დასახიჩრებული სხეული ახლაც თვალწინ მიდგას. მე არ მინდა საქართველოში განმეორდეს ისეთი ქმედებები, რასაც სერგო თეთრაძე და უამრავი ადამიანი შეეწირა”, - აღნიშნა სერგო თეთრაძის ცოლმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics