14:21 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-25 22:21:55, 1011 ნახვა

პოლიტიკა
ვაკელებმა მრგვალ ბაღთან აქცია გამართეს - ვიდეო

ვაკეში, მრგვალ ბაღში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ძალადობრივი რეჟიმის შესაძლო დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან. 

"მოძალადის რეაბილიტაცია და მისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს, რომ ხალხზე ძალადობა დასაშვებია. 
მივმართავთ პირველ რიგში ახალგარდებს და შემდგომ ყველას ვინც ჩვენს აზრზეა, ჩავერთოთ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესში და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი სამშობლოს ჰუმანური და ნათელი მომავალი. ეხლა კი მივმართავთ იმ 700,000-მდე ქართველს ვინც ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობა არ შეიძლება იყოს დავიწყებული. 
ნუ გვაიძულებთ ისევ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ სადაც სასამართლოში მოხვედრის შემთხვევაში, ჩვენი გამართლების შანსი 0.45%-ია. აღარ გვინდა ტერორში ცხოვრება." - აცხადებნდნენ აციის მონაწილეები.

მრგვალ ბაღში გაკრულია ბანერები, რომლებზეც 2004-2018 წლებში ციხეებში გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა წლების მიხედვითაა ასახული. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 2004-2011 წლებში ციხეში საქართველოს 330 000 მოქალაქე მოხვდა, დაკავებისას კი 52 ადამიანი მოკლეს.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" აქციაში მონაწილეობას არ აპირებენ და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტს დამოუკიდებლად გამოხატავენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics