13:56 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 21:53:55, 1395 ნახვა

პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი: როდესაც რაიმე განცხადება კეთდება, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მხრიდან, კარგი იქნება, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ხოლმე განცხადებების გაკეთებას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედში“ პირდაპირი ჩართვის დროს, წინასაარჩევნო ქვეყნის მასშტაბით მომხდარ შემთხვევებზე ისაუბრა: „კარგი იქნება, როდესაც რაიმე განცხადება კეთდება, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მხრიდან გაკეთდება ეს განცხადება, ადამიანები ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ხოლმე განცხადებების გაკეთებას და რაც მთავარია, გარკვეული არგუმენტაცია წარმოადგინონ. იგივე მარნეულის ინციდენტი, ბუნებრივია ამას პროკურატურა იძიებს და სათანადო დასკვნას პროკურატურა გააკეთებს ამაზე, მაგრამ როგორც მოგეხსნებათ, შუალედური ინფორმაცია უკვე გავრცელდა. ადამიანები, მათ შორის მარნეულის აღნიშნულ ინციდენტზე, ან არ მოდიან და ჩვენებას არ იძლევიან, ან უფრო მეტიც, გავრცელდება ხოლმე ვიდეომასალა, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ იკვეთება. ანალოგიური შემთხვევა გვქონდა გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ოზურგეთში ძალადობას ჰქონდა ადგილი. თითქოს ადამიანები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გრიგოლ ვაშაძის პლაკატების გაკვრის დროს ფიზიკურ ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი. ვიდეო-კადრებში, რომელიც ასევე გავრცელდა. არანაირი დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება. ანალოგიური შემთხვევები მრავლად არის, სამწუხაროდ პრაქტიკაში. მაგალითად უნდა მოვიყვანოთ ონის შემთხვევა, სადაც არანაირი პოლიტიკური მოტივი არ იკვეთება და სამწუხაროდ გარკვეულმა ადამიანებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს პოლიტიკური მოტივი გამოიკვეთა. ეს იყო ჩვეულებრივ ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი, რომელსაც შედეგად მოჰყვა მკვლელობის მცდელობა. ბრალდებულის დაკავება განხორციელდა დაუყონებლივ და იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ საქმეზე იმიტომ, რომ შემთხვევის ადგილზე დაცვის პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა, მოგეხსნებათ, ეს საქმე გამოსაძიებლად გადაცემული აქვს პროკურატურას და დაცვის პოლიციელს შეჩერებული აქვს უფლებამოსილება“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics