07:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 13:32:14, 575 ნახვა

რეგიონი
მნიშვნელოვანი პროექტები მარტვილში - 2013-2018 წლები

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მარტვილში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

2013-2018 წლები

· რეაბილიტირდა 109.2 კმ გზა

· აშენდა და რეაბილიტირდა 27 ხიდი

· განხორციელდა წყალმომარაგების 2 პროექტი

· აშენდა 1 საჯარო და 1 დაწყებითი სკოლა, შენდება 1 საჯარო სკოლა

· რეაბილიტირდა 30 სკოლა

· აშენდა 5 და რეაბილიტირდა 17 საბავშვო ბაღი

· უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 37 სკოლის 1863 მოსწავლე

· სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით

· შეიქმნა 3 საწარმო

· დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 38 პროექტი

· შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 115-მა პირმა

· დაფინანსდა ხეხილის 6 ბაღის გაშენება

· შეიქმნა 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი

· აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 155-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 244 000 ლარის მოსავალი

· დაფინანსდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია

· პროექტ „მობილური ექსტენციის" ფარგლებში 17 სოფელში 750-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია

· ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა

· შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა

· ინჩხურსა და კიწიაში აშენდა ამბულატორიები

· განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი

· დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების მატება

· ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება უკვე მიიღო 320-მა ბავშვმა, ჯამში გაიცა 850 650 ლარი

· სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 27 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“ )

· საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 55 დევნილ ოჯახს.

· გაზიფიცირდა 3 335 აბონენტი. 2019 წელს ქალაქ მარტვილში გაზიფიცირდება ყველა დარჩენილი უბანი.2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება

· განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება

· მარტვილის კანიონზე მოეწყო ეკოტურისტული

ინფრასტრუქტურა:

დასაქმებულთა რაოდენობა 50-დან 140-მდე გაიზარდა

ვიზიტორთა რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა

· ჩატარდა ნოღას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები

· მარტვილში გაიხსნა ტურიზმის ახალი

საინფორმაციო ცენტრი

· სოფელ სერგიეთში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლას და მოეწყო მოედანი

· წლის ბოლომდე გაიხსნება იუსტიციის სახლი

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics