07:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 12:55:34, 604 ნახვა

რეგიონი
ქობულეთში ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება

ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება, რაც ადგილობრივების დასაქმებას და ტურისტული ზონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას დღეს საფუძველი ჩაუყარა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი შერაზადიშვილმა. გაიმართა კაფსულის სიმბოლური დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაც.

„ქობულეთს განსაკუთრებული ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააჩნია და ჩვენ ძალიან თანმიმდევრულად ვმუშაობთ, რომ მოხდეს ამ პოტენციალის სრული რეალიზება. ახალი, მრავალფუნქციური 240 ნომრიანი სასტუმრო ქობულეთში შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ეს არის მეტი დასაქმება რეგიონში, ეს არის მეტი განვითარება და წინსვლა. ბიზნესს სჭირდება ხელშეწყობა, სჭირდება თავისუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი მოწოდებულია ამ გარანტიების შექმნისთვის, მოწოდებულია ბიზნეს-პროცესების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. მჯერა, ახალი მაღალი კლასის სასტუმრო ქობულეთში იქნება მიმზიდველი  ტურისტული დანიშნულება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები. სასტუმროში ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი, ხოლო ოპერირებისას 70 მოქალაქე დასაქმდება.

ახალ საინვესტიციო პროექტს შპს "ელ & ერ კომპანი" საერთაშორისო სტანდარტების და გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით განახორციელებს.

შპს "ელ & ერ კომპანი" ჩეხურ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია, რომელიც საქართველოში  2014 წლიდან ფუნქციონირებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics