07:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 12:10:16, 521 ნახვა

რეგიონი
სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

პროექტის ფარგლებში,  ალტერნატიული და ძლევიჯვრის მაგისტრალური არხების ტრაპეციული და მართკუთხა კვეთები სრულად მოპირკეთდება მონოლითური რკინაბეტონით; მოეწყობა ჰიდროტექნიკური ნაგებობები.  ასევე, გათვალისწინებულია არხებიდან გამომავალი გამანაწილებლების რეაბილიტაცია. 

სამუშაოები უზრუნველყოფს  1215 ჰექტარი  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ირიგაციას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე  მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

აღდგენილი სისტემით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფელ ფხვენისის, ქვემო ხვითის, შინდისის, ყელქცეულის, ბრეთის მეურნეობის, ძლევიჯვრისა და დირბის მოსახლეობა ისარგებლებს.

რეაბილიტირებული    არხები წყალს მიაწვდის სალთვისის სარწყავი სისტემის გ-2 გამაწილებელ არხს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და თვითდინებით მორწყვის საშუალება ექნება 2928 ჰექტარ სავარგულს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და 2019 წლის ივლისში დასრულდება. 

 პარალელურად, გ-2 გამანაწილებელი არხის რეაბილიტაციაზე დაწყებულია დეტალური პროექტის მომზადება, რომლის დასრულების ვადაა 2019 წლის   აპრილი, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება   დაგეგმილია   2019-2020 წლებში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics