08:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-24 11:41:21, 2800 ნახვა

მსოფლიო
სირიაში ცნობილი ჟურნალისტი და აქტივისტი მოკლეს

სირიის პროვინცია იდლიბში ცნობილი რადიოწამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი რაედ ფარესი მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტს შეიარაღებული პირი ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კაფრანბელში დაესხა თავს.

მედიის ცნობით, ჟურნალისტი დამოუკიდებელი რადიო სადგურის, Fresh-ის დამფუძნებელია, რომელიც  მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფ რეგიონში მაუწყებლობდა.

რაედ ფარესი და მისი რადიო წარსულში ჯიჰადისტების სამიზნე იყო. ფარესის რადიო 2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დაარბიეს, 2016 წელს კი ფარესი ალ-ქაიდასთან დაახლოებულმა დაჯგუფებამ „ნუსრას ფრონტმა“ დააკავა. ამის მიუხედავად ფარესს საქმიანობა არ შეუწყვეტია. ის ამბობდა, რომ ხალხისთვის ბრძოლას ყველაფრის მიუხედავად გააგრძელებდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics