|
2018-11-23 15:25:01, 641 ნახვა
რეგიონი
კახეთში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარელის, ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტების ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებს ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს. სპეციალისტებმა ვაზის, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებზე, ასევე ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენებასა და საფუტკრის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“, რომელიც ფერმერების ცნობიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს, 2016 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 20 ათასზე მეტ ფერმერს გაეწია კონსულტაცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)