15:00 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 13:33:51, 1511 ნახვა

პოლიტიკა
პატრიარქი საპრეზიდენტო კანდიდატებს: ვინც უნდა გაიმარჯვოს, არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მყოფ საპრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მიმართა.

როგორც პატრიარქმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები როგორც გამარჯვებას, ისე დამარცხებას ღირსეულად შეხვდებიან.

ამასთან, ილია მეორემ პრეზიდენტობის კანდიდატებს წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

„ბედნიერი ვარ, რომ ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატები, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე.  დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მინდა, გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ“, - მიმართა საპრეზიდენტო კანდიდატებს პატრიარქმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
რეჟიმის პატიმარმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics