16:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 13:08:20, 1314 ნახვა

სამართალი
კომისიამ „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა, „ობიექტივს“ კი, ფინანსური ჯარიმა დააკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" წერილობით გააფრთხილა, ხოლო ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს" ფინანსური ჯარიმა დააკისრა. 

კომისიის ცნობით, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-მა ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე და საპრეზიდენტო არჩევნების მერე ტურის დანიშვნამდე ეთერში  წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა განათავსა.

„მაუწყებელს კანონით პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდა,  ვინაიდან ცესკოს მიერ ჯერ არ იყო  დადგენილი მეორე  ტურში რომელი საარჩევნო სუბიექტები გადავიდნენ და როდის ჩატარდებოდა არჩევნები“, - აცხადებენ კომისიაში.

რაც შეეხება „მედია -კავშირ ობიექტივს", კომისიის ინფორმაციით, მაუწყებელმა ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით პოლიტიკური შინაარსის რეკლამა განათავსა, რითაც მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია.

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 105-ე მუხლის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელსაც განკარგულებით ნიშნავს ცესკო. მაუწყებლებს, რომ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე და მერე ტურის დანიშვნამდე პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არ ჰქონდათ 2018 წლის 30 ოქტომბერს კომისიის მიერ გაგზავნილი წერილით ეცნობათ. იმ შემთხვევაში, როდესაც  პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ იღებს ხმების საჭირო რაოდენობას, კომისია მაუწყებლებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს ახსენებს და წერილს უგზავნის. მიუხედავად აღნიშნული წერილის გაგზავნისა,  ,,რუსთავი 2"-მა პოლიტიკური რეკლამა ეთერში მაინც განათავსა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულმა მედია მონიტორინგმა  გამოავლინა, რომ  2018 წლის 10 და 11 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი 2"-მა ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამები განათავსა, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის არჩევნებისთვის მხარდაჭერას და პრეზიდენტობის  ერთ -ერთი კანდიდატის არჩევნისთვის ხელის შეშლას ემსახურებოდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,  წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების  განთავსების უფლება-მოვალეობა მაუწყებელს 14 ნოემბერს ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოეშვა. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებითა და პოლიტიკური პარტიის მხრიდან დაფინანსების მიღებით დაირღვა  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი,  661 მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.  გამომდინარე იქიდან, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავს სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულმა მედია მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ  2018 წლის 7 ნოემბერს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის"  ეთერში სოციალური რეკლამის სახით განთავსდა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, სარეკლამო რგოლებში ისმოდა მოწოდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ, ხოლო ერთ-ერთი რგოლი მიმართული იყო სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელის შეშლისკენ. ვინაიდან მაუწყებელმა სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში გაავრცელა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რითაც  მან დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. გამომდინარე იქედან, რომ „მედია -კავშირ ობიექტივს" ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა დაფიქსირებული მას  ამჯერად ფინანსური ჯარიმა დაეკისრა“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics