16:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 11:11:19, 1503 ნახვა

სამართალი
ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ეკა გიგაურის მოადგილეც გამოიკითხება

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს „საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი გამოიკითხება.

გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკითხნენ „საერთაშრისო გამჭვრივალობა საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე.

საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ასევე იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა  პრესკონფერენციაზე დაასახელეს და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთი წარმომადგენელი.

პროკურატურის ინფორმაციით,  გამოკითხვისას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  ვერ დაასახელეს სად და ვის მიერ იქნა გამართული თათბირი, სადაც,  მათი ინფორმაცით გაიცა შესაძლო უკანონო დავალება. ისინი   ფაქტობრივად იმეორებდნენ საჯაროდ გავრცელებულ  ტექსტს  და  რაიმე კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით  გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

ამასთან, ყველა მათგანს განემარტა, რომ თუ ისინი ვარაუდობენ, რომ  ინფორმაციის გამჟღავნებით შესაძლოა  რაიმე საფრთხე დაემუქროს პირს, რომელსაც ისინი თავიანთ წყაროს ასახელებენ,  საგამოძიებო უწყება მზად არის ეს პიროვნება ჩართოს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში და უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება.

რაც შეეხება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამმშრომლებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ მიუთითეს, მათ აღნიშნეს,რომ  რაიმე სახის თათბირს, რომელზეც შესაძლოა გაცემული ყოფილიყო მსგავსი უკანონო ბრძანებები, ადგილი არ ჰქონია, სერვისების განვითაების სააგენტოს თავმჯდომარე კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics