13:56 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 01:03:47, 1581 ნახვა

პოლიტიკა
ვეჯინში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის სახლში მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილის ინფორმაცით, მის საცხოვრებელ სახლში სამი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს. 

ელმირა ბეციაშვილის თქმით, აალება მისმა მეუღლემ შენიშნა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.   ადგილზე იყნენ პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

„შემთხვევით, ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ ეზოს ბოლოში, სადაც მანქანა დგას, ამავდროულად იდგა სტუმრის მანქანა, რომ იქ რაღაც ანათებდა, გამოიხედა და ნახა, რომ სტუმრის მანქანას ეკიდ​ა ცეცხლი...გადმოგდებულია სამი მინის ბოთლი, რომელშიც არის მაზუთისფერი სითხე და თავები აქვს დამტვრეული, ეტყობა გადმოგდების დროს დაიმტვრა, დაღვრილია სითხე და ეზოს ეკიდა ცეცხლი. მე ვთვლი, რომ ეს არის ღია ბრძოლა, მე მებრძვიან, როგორც პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს, როგორც ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორს. სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევ. აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება, მე ამას ბოლომდე ჩავყვები,“ - განაცხადა ელმირა ბეციაშვილმა. 

 "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია  ვეჯინში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. მელიას თქმით, ეს ქმედებები დაშინებას ემსახურება. ნიკა მელიას თქმით, მმართველი პარტია ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს და ამის არაერთი მაგალითი არსებობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics