|
2018-11-22 12:31:55, 609 ნახვა
რეგიონი
დავით სერგეენკო შიდა ქართლის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შიდა ქართლის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ის ტყვიავის ამბულატორიაში სამედიცინო გასინჯვების აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო და მედპერსონალს გაესაუბრა. მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჯანდაცვის სერვისების ხელმისწავდომობისთვის მსგავსი ტიპის აქციების მნიშვნელობა გამოჰყო. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეხვედრა რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შედგა. მათ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამების შეფასება და დაგეგმილი სიახლეები პირადად მინისტრმა გააცნო. მოგვიანებით კი, აუდიტორიის მოსაზრებები მოისმინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილი ექიმი-ნევროპათოლოგი გურამ მაჩაიძე მედლით დააჯილდოვა. რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა პერმანენტულად, მიმდინარე პროექტების შეფასებისა და ახალი გეგმების დასახვაში ჯანდაცვის სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფისთვის იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)