13:15 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 11:26:41, 1141 ნახვა

პოლიტიკა
მამიკინსი: მინდოდა მეთქვა, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა ასოცირებულ სახელმწიფოებს შორის

ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთის შესაძლებლობების გახსნის კუთხით დადებითად შეაფასა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა რომ საქართველო ასოცირებულ ქვეყნებს შორის ლიდერია:

„საქართველოს მთავრობას მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ისევე, როგორც მის წინამორბედს სურდათ დახმარებოდნენ ადამიანებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებში და თქვენ მართლაც უზრუნველყავით ისინი გარკვეული პროგრამებით,  იმიტომ რომ ისინი თქვენი საზოგადოების ნაწილია, თქვენი ხალხია. დიდ დროს არ წაგართმევთ, მხოლოდ მინდოდა მეთქვა, რომ საქართელო არის მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ სახელმწიფოებს შორის. თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
 
ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა დავით ზალკალიანს მადლობა გადაუხადა  ქართულ დიპლომატიასა და საქართველოს ინტერესების გატარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ასევე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის დადებითი შეფასებისათვის.

ანდრეს მამიკინსმა ხაზი გაუსვა შრომითი უფლებების კუთხით განსახორციელები ქმედებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ყველა ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics