13:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 11:14:54, 1127 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: მოხარულნი ვართ ვიხილოთ საქართველოს აყვავება

"მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჩარლზ ტანოკმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ევროპარლამენტარი მიესალმა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და დემოკრატიულ მიმდინარეობას. ასევე განაცხადა, რომ აღსანიშნავია საქართველოს მიერ ქვეყანაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპული პროექტების დამსახურების დაფასება.

"ჩვენ მოხარულნი ვართ ვიხილოთ თქვენი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი ქვეყნის ეკონომიკის აყვავება. ვფიქრობ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასოცირების შესახებ შეთანხმება, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობა, დაეხმარება თქვენს ქვეყანას ეკონომიკურ სტაბილურობაში. ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს თქვენს გრძელვადიან ევროპულ მისწრაფებებს. ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალაში შევიდა ა.წ. მაისიდან ასევე ეხმარება აღნიშნულ პროცესს", - განაცხადა ჩარლზ ტანოკმა. 

ჩარლზ ტანოკმა ასევე ისაუბრა რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება  თავისუფალი და ევროპული საქართველოს იდეას. მისი თქმით, ევროკავშირი წინ უნდა  აღუდგეს რუსეთის მიერ  საქართველოს ტერიტორიების მილიტარიზაციას, ასევე აქტიურ დისკრიმინაციას, რომელიც მიმდინარეობს ეთნიკური ქართველების  მიმართ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში.

"ვუერთდები ჩემს კოლეგებს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. ბრიტანელი ევროპარლამენტარები ყოველთვის მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს, მის მიერ კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics