|
2018-11-22 11:01:46, 572 ნახვა
რეგიონი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი წვრთნა ჩატარდა
ბათუმისალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშირისოაეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის პერსონალმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა, სახელმწიფოუსაფრთხოებისსამსახურისგანაღმვისსამსახურმა, ასევე, სახანძრო და სამედიცინო სამსახურებმა. პრაქტიკული სწავლება აეროპორტის კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლებაპირველად ჩატარდა. სწავლების სცენარის მიხედვით განხორციელდა ხანძრის ქრობა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ძებნა-გაუნველვებყოფის პროცედურები.სწავლების პროცესში შეიკრიბა საავარიო-ოპერატიული ცენტრი და აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. სწავლების მიზანია საგანგებო სიტუაციის დადგომისას დანაყოფთა საქმიანობის კოორდინირება და პერსონალის უნარ-ჩვევების დახვეწა. სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების მენეჯერმა ირაკლი კახიძემ გამართა და სწავლების შედეგებები შეაჯამა. საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლებები პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)