|
2018-11-21 20:13:41, 1474 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძემ და იუნკერმა ახალი ფორმატის ამოქმედება საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის განსაკუთრებული ეტაპის დასაწყისად შეაფასეს
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სფეროში ახალი და გამონაკლისის სახით შექმნილი ფორმატი დამატებით სტიმულს მისცემს ურთიერთობებს და წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაჩინო და წარმატებულ მაგალითს მთელს სამეზობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრაზე აღინიშნა. ყურადღება გამახვილდა იმ ახალ ინიციატივებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელება კონკრეტულ სარგებელს მოუტანს საქართველოს და სხვადასხვა დარგში მას ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დააახლოებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახალი ფორმატი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის პროცესში, რაც სექტორული ინტეგრაციის შესაძლებლობების იდენტიფიკაციას გულისხმობს. პრეზიდენტ იუნკერის შეფასებით, ახალი ფორმატის ამოქმედებით საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის კიდევ ერთი განსაკუთრებული ეტაპი იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შესახებ, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ეტაპისთვის ჩვენი ქვეყნის მომზადებას ისახავს მიზნად. საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილ რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)