13:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 19:43:57, 1200 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი NGO-ებს მოუწოდებს, შესაძლო დარღვევების შესახებ ფაქტების არსებობის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს მიმართონ

2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ხეელისუფლებაშია, ყველა არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა და "ქართული ოცნება"' გახლავთ იმის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ქართველი ჟურნალსტების მიერ დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღევანდელი დღე არის იმის ყველაზე კარგი დასტური, თუ როგორი პროგრესი განიცადა საქართველომ დემოკრატიის გზაზე. 

"ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული ქვეყანა "აღმოსავლეთ პარტნიორობაში" ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ბუნებრივია, დემოკრტიის განვითარებამ და ამ წარმატებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, fake news-ების უზარმაზარი ტალღა ვიხილეთ და ეს ყველაფერი მათი ნარატივის ნაწილია. თუ რომელიმე ორგანიზაციას ან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სახის დაღრვევისა თუ ხარვეზის შესახებ, აუცილებელია, დროულად მოხდეს ამ ინფორმაციის მიწოდება, რათა საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი რეაგირების საშუალება ჰქონდეს. როდესაც დემოკრატიის მაღალი სტანდარტის დაცვაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა მოხდეს ყველას მხრიდან. თუ არსებობს კონკრეტული დარღვევა და ინფორმაცია, ეს უნდა მიეწოდოთ შესაბამის ორგანოებს", - განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძე სრულიად უსაფუძვლოსა და "ყურით მოთრეულს" უწოდებს ბრალდებებს, თითქოს მთავრობა ახალი ინიციატივებით ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. მამუკა ბახტაძის თქმით, კანონმდებლობაშია გაწერილი, რომ ესა თუ ის ინიციატივა არ უნდა ემსახურებოდეს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას. 

"17 აგვისტოს, როდესაც მე პირადად ავიღე ვალდებულება, რომ შემოდგომაზე მოვაგვარებდით ე.წ შავი სიის პრობლემას, წინასაარჩევნო პერიოდში არ ვიმყოფებოდით. რაც შეეხება სოციალური პოლიტიკის ინიციატივებს, ჩვენ ამავდროულად ავიღეთ ვალდებულება, რომ შევცვლიდით სოციალურ პოლიტიკას, განსაკუთრებით unicef-ის ცნობილი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ. ჩვენ შევათანხმეთ ეს პროგრამა ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელთანაც ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს. ბიუჯეტი პარლამენტში განხილვის სტადიაშია და ლოგიკურად იბადება კითხვა - მაშინ როდის უნდა გაგვეჟღერებინა ეს ინიციატივები, თუ არა ამ პერიოდში. შესაბამისად, ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები ჩატარდება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებისა და პრინციპების დაცვით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა ადამიანს, ვისაც აქვს  კონკრეტული ფაქტები შესაძლო დარღვევების შესახებ, მოუწოდა, დროულად მიმართონ შესაბამის ორგანოებს რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს "ნებისმიერ სიმახინჯეზე", თუ ის არსებობს. 

"თუმცა, ჩვენ ისეთ დესტრუქციულ ძალასთან გვაქვს საქმე, მე, როგორც მოქალაქე, არც იმას გამოვრიცხავ, თვითონ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდეს გარკვეული სცენების დადგმას ან დეზინფორმაციის პოპულარიზაციას, რაც მათ არაერთელ გაუკეთებიათ. ამიტომ, აუცილებელია, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს და მას აქვს კონკრეტული საფუძველი, ის წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც საზოგადოების, ისე საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომ მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics