13:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 18:56:38, 1326 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: საქართველოში ტარდება დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, ასეთია ჩვენი მიდგომა

"საქართველოში ტარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები, ასეთია ჩვენი მიდგომა", - ამის შესახევ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ბახტაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა რომ საქართველოში ჯანსაღი კონკურენცია არსებობს. 

„ეს არის ნარატივი, რომელსაც ავრცელებს სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. საქართველოში ტარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები ასეთია ჩვენი მიდგომა. ამიტომ არის საქართველო წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საქართველოში არის ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც დამახასიათებელი უნდა იყოს ნებისმიერი დემოკრატიისთვის და რა თქმა უნდა მეორე ტურიც ისევე როგორც ნებისმიერი არჩევნები, რომელიც სამომავლოდ ჩატარდება საქართველოში, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, ისევე როგორც ეს ტარდება 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში. რაც შეეხება დარღვევებს, თუ ასეთი ფაქტები არსებობს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ფაქტები“, - განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics