13:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 18:32:10, 1222 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს რეპუტაციის დაზიანებით დამდგარი შედეგების დათვლა რთული იქნება - გაუფრთხილდით მას

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და ჰოლანდიის საელჩოები დააკვირდებიან.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასთინ მაქენზი სმითმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„აშშ და ჰოლანდია დააკვირდება არჩევნებს. საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს რეპუტაცია, მისი ყველაზე ღირებული მონაპოვარია. მოვუწოდებ ყველა მხარეს გაუფრთხილდნენ ამას. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ რეპუტაციის დაზიანებით დამდგარი შედეგების დათვლა რთული იქნება“, - წერს ელჩი.

ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე ტური 28 ნოემბერს არის ჩანიშნული. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics