13:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 16:26:04, 1184 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: ნამდვილად დაძაბულ არჩევნებს ვადევნებთ თვალს

„ნათელია, რომ ნამდვილად დაძაბულ არჩევნებს ვადევნებთ თვალს“, - მის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა არასამთავრობო ორგანიზაციების – „სამართლიანი არჩევნების“, „მრავალეროვანი საქართველოსა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რაც საქართველოს ძალიან პოზიტიური მხარეა.

„არ მინდა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებებში ღრმად შევიდე. ნათელია, რომ ნამდვილად დაძაბულ არჩევნებს ვადევნებთ თვალს, არის მომატებული პოლარიზება საზოგადოებაში და პარალელურად ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გადაიჭრას. ვფიქრობ, არჩევნების შედეგები იქნება მნიშვნელოვანი სურათი, სადაც საზოგადოება საკუთარ არჩევანით სათქმელს იტყვის. მოხარული ვარ, რომ დღეს სამართლიანი არჩევნების ოფისში შესაძლებლობა მქონდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შევხვედროდი, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას ეხმარება, ასევე ხელს უწყობს საქართველოს, იყოს ძლიერი და სტაბილური ქვეყანა“, - განაცხადა როს უილსონმა.

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics