12:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 15:45:11, 1491 ნახვა

პოლიტიკა
ნატალია საბანაძე: ევროკომისრებთან ქართული მხარე კონკრეტული წინადადებებით წარსდგება

ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ნატალი საბანაძის განცხადებით,  დღეს საქართველოს მთავრობის წევრები ევროკომისრებთან თემატურ შეხვედრებს სამ ჯგუფად გამართავენ და კონკრეტულ წინადადებებს წარადგენენ.  

„საუბარი იქნება სამ ძირითად მიმართულებაზე, ე.წ. კლასტერზე. პირველი მიმართულება არის ყველაზე ფართო, რომელიც მოიცავს ეკონომიკას, ენერგეტიკას, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობას. ამ კუთხით არის კონკრეტული წინადადებები. გამოყოფილია ის მიმართულებები, რომელშიც საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ მოხდეს ექსპორტის წახალისება ევროკავშირის ბაზარზე, ინვესტიციის წახალისება, სატრანსპორტო კავშირების გაბმა.

მეორე მიმართულება არის განათლება, მეცნიერება და კულტურა. აქ საუბარი იქნება იმაზე, რომ უკეთესი პირობები იყოს, მაგალითად, Horizon-ის პროგრამაში ჩართულობის კუთხით; წახალისებული იყოს სამეცნიერო გაცვლა. განხილული იქნება ზოგადად საქართველოს განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებამდე მიყვანის საკითხი. 

მესამე მიმართულება იქნება კონცენტრირებული უსაფრთხოებაზე. განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი იქნება Eurojust-ში (ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტო) გაერთიანებაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე", - აცხადებს ნატალი საბანაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში, იმართება უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ის ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics