06:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 15:36:47, 692 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ბიზნეს სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადება მიმდინარეობს

აჭარაში ბიზნეს სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადება მიმდინარეობს.

დასაქმების სააგენტო რეგიონში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით "კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით" პროგრამას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, რეგიონის ბიზნეს სექტორში დასაქმებული 140 ადამიანი ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში იმაღლებს კვალიფიკაციას, როგორიცაა: მარკეტინგი და გაყიდვები; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა მომსახურების სფეროში; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა სამშენებლო, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის დარგებში; ადმინისტრირება, ფუნქციონირება და მართვის თანამედროვე მეთოდები და მარკეტინგის მენეჯმენტი.

 პროექტი ასევე ითვალისწინებს მასტერკლასებს შემდეგი მიმართულებით - ქართული სამზარეულოს ევროპულად წარდგენა; ქართული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების გამოყენებით კოქტეილების მომზადება; ინფრასტრუქტურის გონივრული გადაწყვეტილებები; საპარიკმახერო ხელოვნება და მედია - მენეჯმენტი. ,,კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით’’ პროგრამის ფარგლებში ტრენინგები 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics