|
2015-06-14 11:33:52, 335 ნახვა
საზოგადოება
საქართველო–ისრაელის ბიზნეს პალატა თბილისში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დახმარებას ისრაელის კომპანიებს სთხოვს
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა წუხელ თბილისში ძლიერი სტიქიის შედეგად მოქალაქეთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. როგორც საქართველო–ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ თბილისში მომუშავე ისრაელურ კომპანიებს დედაქალაქში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დახმარების თხოვნით მიმართეს. "ვიზიარებ მწუხარებას მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა მაქსიმალურად გვერდში ამოუდგება დედაქალაქის მერიასა და მთავრობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში. ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისში მომუშავე ისრაელურ კომპანიებს, რათა პირველ ეტაპზე დახმარება აღმოუჩინონ და ყურადღება მიაქციონ მათი ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დახმარება შევთავაზეთ~, _ ნათქვამია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, ისრაელის სახლის დამფუძნებლის იციკ მოშეს მიერ დღეს დილით გავრცელებულ განცხადებაში. ბიზნეს პალატის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე მოვლენების გამო ბიზნეს პალატა იქნება მუდმივ კავშირში დედაქალაქის მერიასთან. იციკ მოშე მიმართავს თბილისის მერს, ხვალ შეკრიბოს ბიზნესისა და საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების წარმომადგენლები, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ სტიქიის სალიკვიდაციო პროცესში მერიის მაქსიმალური მხარდაჭერა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)