12:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 15:00:33, 1015 ნახვა

პოლიტიკა
თამარ გუდავა: მესამე სექტორის მიერ გაკეთებული განცხადებები უპასუხისმგებლოა

„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორიგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამარ გუდავა მიიჩევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ფაქტების გარეშე, მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები, ხელისუფლების მიერ დაანონსებული  ინიციატივის, ვალების განულების მილიარდნახევრიანი აქციის საპირწონედ გაკეთდა, რომლის  მასშტაბის და დადებითი მხარის გადაფარვა, ბუნებრივია, ამ ხერხით შეუძლებელია.  

„ჩვენ დავინახეთ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის უპასუხისმგებლო პოზიცია, როცა მათ სახელმწიფო  უწყება, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაში,  ვარაუდების და ეჭვების საფუძველზე დაადანაშაულეს. თუმცა,  როცა  სიმართლის დასადგენად  მათგან კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები მოითხოვეს,  გაირკვა რომ არასამთავრობოებს ეს განცხადებები  არა მტკიცებით ფორმაში, არამედ   ვარაუდების საფუძველზე გაუკეთებიათ“, - განაცხადა თამარ გუდავამ. 

მისი თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ოპოზიციის მსგავსად,  მოგვევლინა როგორც მხარე, რომელიც   არჩევნებში მოსალოდნელი შედეგების არალეგიტიმურობაზე საუბრობს. 

„ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ისედაც  რადიკალურად განწყობილ მხარეებს შორის, დაპირისპირებას და კონფლიქტს აღვივებს.   ეს  ხდება იმის პარალელურად, როცა პირველ ტურში,  ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადებითად  შეაფასეს  საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და საარჩევნო გარემო“,- განაცხადა თამარ გუდავამ.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics