06:34 - 22 Apr, 2026
|
2018-11-21 12:23:57, 2696 ნახვა
მსოფლიო
ხანძარი კალიფორნიაში - დაიღუპა 84 ადამიანი, 1000-ზე მეტი კი, დაკარგულია
კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ABC NEWS იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ცეცხლმა ქალაქი პარადაისი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქის თავიდან აშენებაა საჭირო. მათივე მტკიცებით, 64 გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირება უკვე მოხერხდა. მედიის ცნობით, 1202 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ხანძრის გავრცელების ფართობი 57 ათას ჰექტარს აჭარბებს. ცეცხლმა თითქმის 7 ათასამდე შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ცნობისთვის, ხანძარს კალიფორნიაში უკვე 2 კვირის განმავლობაში ებრძვიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)