|
2018-11-21 10:33:30, 1578 ნახვა
სამართალი
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა, განახლდა ვიდეო მონიტორინგის სისტემები
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა, იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში, მცხეთის, საგარეჯოს, ყვარლის, ზეტაფონისა და ფოთის იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. იზოლატორში დასაქმებული ექიმები აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ. ექიმებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული გადამზადების კურსი გაიარეს. დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნის პროექტის ინიცირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის დასაწყისში მოხდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასაც ემსახურება. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას აგრძელებს. 2018 წლის ნოემბერში 6 იზოლატორში სრულად განახლდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. დანარჩენ იზოლატორებში ტექნიკის განახლების პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის უფრო ეფექტიანად განხორციელებას“, – აცხადებენ შსს-ში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)