|
2018-11-20 15:51:21, 585 ნახვა
რეგიონი
სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა და ქარხანაში არსებულ პირობებს გაეცნო. „ჩემი სურვილი იყო აქაური საწარმოს დათვალიერება და თანამშრომლებთან შეხვედრა, რადგან პირველ რიგში გამეგო რა პირობები არის, ვინაიდან მინდა ევროპული სტანდარტების შემოტანა საწარმოებშიც. ეს საწარმო, ამ კუთხით არის ერთ-ერთი სამაგალითო, რომელიც ყველა სტანდარტს და ადამიანურ პირობას იცავს კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც სამწუხაროდ ზოგჯერ დაცული არ არის. ასევე, ეს არის თანამედროვე საწარმო, მიმდინარეობს ახალი ინვესტიციები და დასაქმებულია რუსთავიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი, გაზრდის პერსპექტივაც არსებობს და ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია რეგიონები განვავითაროთ. რეგიონების განვითარება კი ნიშნავს, რომ ადამიანების მიგრაცია შემცირდება, ამიტომ ეს არის მომავალი და ვისურვებ რომ ასეთი ფორმით, ასეთი დაცულობით ბევრი სხვა საწარმო არსებობდეს საქართველოში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)