|
2018-11-20 10:26:50, 1227 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში, ხელი მოეწერება შეთანხმებებს, რომელიც საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
21 ნოემბერს, ბრიუსელში, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ის ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. „შეხვედრაზე მოხდება ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენა და იდენტიფიცირება, რომელთა განხორციელებაც კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ევროკავშირთან სხვადასხვა დარგში. ევროკომისიასთან განსახილველი თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიც არის: ეკონომიკა, ვაჭრობა და კომუნიკაციები, განათლება მეცნიერება, კულტურა და ინოვაციები, მართლმსაჯულება, შიდა უსაფრთხოება სამოქალაქო დაცვა. უმაღლესი დონის შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი გახსნიან, რის შემდეგაც უკვე გაიმართება თემატური დისკუსიები, ფორმატი ასევე ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით დაგეგმილი უმაღლესი დონის პირველი შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას და დოკუმენტს, რომელიც საერთო ჯამში საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი ხელს მოაწერენ შემდეგ დოკუმენტსა და შეთანხმებებს: „უნარების განვითარების მხარდაჭერა“, „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში“, ხელი ასევე მოეწერება დოკუმენტს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework – SSF) 2018 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე. პრემიერ მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან; პრემიერ მინისტრის გამოსვლა კარნეგის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და გაიმართება მიღება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსვლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)