|
2018-11-20 10:02:02, 1143 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყებაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მათი ინფორმაციით, მხარეებმა მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნიკური დისკრიმინაციის კუთხით გალის რაიონში არსებულ მძიმე ვითარებას, სადაც საოკუპაციო რეჟიმი ადგილობრივ ქართველობას უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას აიძულებს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ახალგორის რაიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზეც და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებული სიტუაციის შეცვლის აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სისტემატიურ დარღვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და გახშირებულ სამხედრო წვრთნებზე. საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეშფოთება გამოხატეს სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით. მათ ვრცლად ისაუბრეს უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას და კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)